1. თუ ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს ამ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.
2. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ კოდექსის 150-ე, 1502, 166-ე, 1662, 173-ე, 17316 და 1741 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №273
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1184(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…’ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, 24-ე, 29-ე, 33-ე, 34-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის,,ვ“ პუნქტზე, 61-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 39-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15…
- საქმე №ბს-1503(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401, 39-ე და 311-ე მუხლები. აღნიშნული ნორმები არეგულირებენ განსხვავებულ საკითხებს, არც ერთი მათგანი არ ადგენს ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილების მიღების პერიოდს.
- საქმე №2კ-67აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2015
…ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამდენად, სსკ–ის 273–ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელი, ან პირის ნასამართლობა სსკ–ის 273–ე მუხლით. 7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლისა და ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად;
- საქმე №2კ-183აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2014
მ-ას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ნარკოტიკული საშუალების განმეორებით, უკანონოდ მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, იმპერატიულად განსაზღვრულია ერთწლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.
- საქმე №2კ-134აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2014
…დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამდენად, სსკ–ის 273–ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია, ან პირის ნასამართლობა სსკ–ის 273–ე მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლისა და ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად;
- საქმე №ბს-396-393(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2011
- საქმე №ბს-903-877(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №ბს-462-51(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2006
- საქმე №110100118002617249 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310017001673564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №160100119003200995 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №190100118002717029 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №160100119002818163 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №030100118002560981 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 08.01.2019
- საქმე №820100118002493167 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №330310018002690211 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №110100118002617249 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 02.10.2018
- საქმე №110100118002616796 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 24.09.2018
- საქმე №020100117002040748 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 17.01.2018
- საქმე №050100117001940674 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 10.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება