1. პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ცალკე დაედება.
2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი.
3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს და რომლებიც ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3101
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-1096(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილად ჩათვალა (მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელე მხარე სამართალდარღვევის ჩადენას სადავოდ არ ხდიდა), თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის შპს,,...-სთვის’’ ცალ-ცალკე ჯარიმის სახით დაეკისრებინა 30 000 - 30 000 ლარი.
- საქმე №ბს-956(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.12.2025
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, განხორციელებულია უნებართვოდ ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მოწყობილია ორი მსუბუქი კონსტრუქციის ღობე.
- საქმე №ბს-440(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით, ხოლო ამავე კოდექსის 36-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.
- საქმე №ბს-1357(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე და იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილად მიიჩნია მ.
- საქმე №ბს-949(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.
- საქმე №ბს-1335(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-1209(ს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
- საქმე №ბს-465(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-836(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2023
- საქმე №ბს-683(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
- საქმე №ბს-802(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ბს-1034-1028(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №ბს-177-170(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2013
- საქმე №ბს-1093-1062(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2011
- საქმე №3გ/ად-195-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2003
- საქმე №330310015001137150 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
- საქმე №020310718002480355 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება