თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთიანი შემოწმების ფარგლებში;
ბ) რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხი განიხილება ერთიანი წარმოების ფარგლებში;
გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც ჩადენილია იმავე პირის მიმართ უკვე გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის დადებამდე, რა დროსაც გაითვალისწინება როგორც დაკისრებული, ისე დასაკისრებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 10 000 ლარს ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება;
ბ) 20 000 ლარს იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება.
3. თუ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება მიიჩნეოდეს ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და იმ ფარგლებში, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დარღვევა ერთ ქმედებად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ერთმანეთთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე ქმედების ერთობლიობა, რომელიც თავისი არსით ერთიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
5. თუ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას იკვეთება მხოლოდ ერთი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალი, ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ მას დაედება, ხოლო ერთდროულად რამდენიმე თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს დაედებათ სოლიდარულად.
6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
7. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ან/და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვისჩადენისთვის1. 1. ერთი და იმავე პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმრავლისას მისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობებს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთიანი შემოწმების ფარგლებში; ბ) რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხი განიხილება ერთიანი წარმოების ფარგლებში; გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც ჩადენილია იმავე პირის მიმართ უკვე გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის დადებამდე, რა დროსაც გაითვალისწინება როგორც დაკისრებული, ისე დასაკისრებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ოდენობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) 10 000 ლარს ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება; ბ) 20 000 ლარს იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება. 3. თუ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება მიიჩნეოდეს ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და იმ ფარგლებში, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დარღვევა ერთ ქმედებად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ერთმანეთთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე ქმედების ერთობლიობა, რომელიც თავისი არსით ერთიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. 5. თუ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას იკვეთება მხოლოდ ერთი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალი, ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ მას დაედება, ხოლო ერთდროულად რამდენიმე თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს დაედებათ სოლიდარულად. 6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. 7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისმიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია და მიიღოს იგი, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე. [ 7. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ან/და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება