თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა;
დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიგარემოებები1. 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. [ გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება