თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა.
3. მონაცემების დაცვის სფეროში გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონის ნორმებს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები 1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონით განსაზღვრულ ნორმებს. [მუხლი 58. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები 1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა. 3. მონაცემების დაცვის სფეროში გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონის ნორმებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება