თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. იგი ადგენს აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა.
3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე ადგენს სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა. 3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. [მუხლი 60. საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. იგი ადგენს აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა. 3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება