1. საქართველოს მოქალაქეს და
საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
2. საქართველოს მოქალაქეს და
საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და
მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 223
1, 223
2, 223
3, 223
4, 338-ე, 339-ე ან 339
1 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და
მოქალაქეობის არმქონე პირს,რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
6. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2152
–
ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3158
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3158
- 18.04.2018 კანონი №2152
- 25.05.2012 კანონი №6301
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის 1. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 2. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. 3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. 4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 223 1, 223 2, 223 3, 223 4, 338-ე, 339-ე ან 3391339 1 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 6. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(229)
- საქმე №2კ-25აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2026
…ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
- საქმე №2კ-132-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2025
…ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
- საქმე №2კ-102-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
ფულის გათეთრების აღკვეთისა და აღსრულების შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის კანონი, 2007 (188(I)/2007)-ის მე-3, მე-4 (1) (iii) და მე-5 მუხლებით (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა). 1.2. 2023 წლის 20 მარტს ლარნაკას რაიონულმა სასამართლომ გასცა ა./ა.
- საქმე №2კ-65-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2025
…ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა“.
- საქმე №2კ-1242აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
…ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
- საქმე №ბს-1188(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №2კ-202აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2025
- საქმე №2კ-31-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2025
- საქმე №2კ-218-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №2კ-212-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №2კ-221-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-207-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-198-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2024
- საქმე №2კ-1218აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №2კ-145-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №2კ-82-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №2კ-1061აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №2კ-35-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2024
- საქმე №2კ-677აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-363(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №2კ-13-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2023
- საქმე №2კ-10-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2023
- საქმე №2კ-2-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2023
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №2კ-801აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №2კ-54-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №2კ-51-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №2კ-48-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №2კ-39-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-388-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2021
- საქმე №2კ-240-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2021
- საქმე №2კ-226-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №2კ-20-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2020
- საქმე №2კ-779აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2020
- საქმე №2კ-346აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2019
- საქმე №51აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2017
- საქმე №2კ-130აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №2კ-196აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2017
- საქმე №ბს-247-245(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 229-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება