თავი III — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, დანაშაულის კატეგორიები
1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.
2. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
3. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(255)
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და იარსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა პოლიტიკური ნიშნით დევნის რისკი. იმავდროულად, ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის…
- საქმე №2კ-1050აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: რამდენადაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, მათ, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევისას, სახელმწიფო ღონისძიებები ძალადობისაგან ეფექტურად უნდა იცავდეს, რათა აღიკვეთოს არასათანადო მოპყრობა, რომლის თაობაზეც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
- საქმე №ბს-815(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
სასამართლომ, ასევე, მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-6, მე-8-მე-9 პუნქტებზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
- საქმე №2კ-893აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
…და ექსპერტთა ჩვენებები არ შეიცავს კატეგორიულ და მტკიცებითი შინაარსის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ქ–ს ჰემორაგიული ინსულტი და მარჯვენა ხელ-ფეხის ფუნქციური მოშლა განუვითარდა დ. ს–ას ძალადობრივი ქმედების შედეგად. 5.9. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
- საქმე №2კ-678აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-80-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2025
- საქმე №2კ-1135აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №2კ-9-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2025
- საქმე №2კ-922აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-22-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2024
- საქმე №2კ-677აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №2კ-801აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №2კ-537აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
- საქმე №2კ-445-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №2კ-419-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-394-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2021
- საქმე №2კ-290-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2021
- საქმე №2კ-6-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №2კ-53-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №2კ-36-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.08.2020
- საქმე №2კ-46-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2019
- საქმე №2კ-35-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №2კ-34-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №2კ-23-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2019
- საქმე №2კ-10-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2019
- საქმე №2კ-33-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2014
- საქმე №ას-479-455-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2013
- საქმე №2კ-1921-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2013
- საქმე №2კ-1455-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2013
- საქმე №2კ-1391-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2013
- საქმე №2კ-1234-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2013
- საქმე №2კ-1240-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.04.2013
- საქმე №2კ-1188-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2013
- საქმე №2კ-1061-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2013
- საქმე №2კ-999-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2013
- საქმე №2კ-972-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2013
- საქმე №2კ-780-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2013
- საქმე №2კ-631-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 255-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება