2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობაში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ყრილობაში პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობას. ამ წარმომადგენელთა კვოტები დგინდება წესდებით ან გამგეობის გადაწყვეტილებით, ისე, რომ აირჩეს არანაკლებ 200 წარმომადგენლისა.
3. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.
4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
5. ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-357-342-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2017
ამასთან, აპელანტების იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ ფორუმზე პარტიის 42 წევრი იმყოფებოდა, ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ მიიჩნევა ლეგიტიმურად და ბათილია, რადგან, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
- საქმე №ბს-68-262-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2003
…მიდის კონსტიტუციის მოცემულ დებულებებთან. “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს წესდების 5.6 პუნქტის თანახმად, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენს მთავარი საბჭოს კომპეტენციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტთან, რომლითაც პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევას განსაზღვრავს როგორც ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას.
- საქმე №330310018002271740 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ 2017 წლის 17 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმის მიხედვით, ხმის დამთვლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე ყრილობაზე დასწრებისათვის პარტიის 1000 წევრიდან, რეგისტრაცია გაიარა 536 წევრმა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილი იყო დაეწყო მუშაობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება