2. თუ პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს პარტიის გამგეობა.
3. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მის დებულებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა (ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) ერთი თვის ვადაში უგზავნის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
4. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მაშინ მის დებულებას, პარტიის წესდებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშს (ნიმუშებს) პარტიის გამგეობა 1 თვის ვადაში უგზავნის შესაბამის მუნიციპალიტეტის ორგანოს.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №4817 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ164
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6861 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6861
- 08.05.2012 ორგანული კანონი №6116
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-242-378-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2004
…მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტროში წარმოდგენილი პარტიული ორგანიზაციების სია არ ემთხვევა იუსიტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ სსდპ-ის რეგიონულ, საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პარტიის პირველადი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაცია იუსიტიციის სამინისტროში არ ხდება.
- საქმე №3გ/ად-50-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2001
¹471 ბრძანებულებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის «რ" ქვეპუნქტი და 21-ე მუხლი). რეგისტრირებული ორგანიზაციებისადმი სამინისტროს საკონტროლო ფუნქციები დასტურდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 26.06.2000 წ.
- საქმე №3გ/ად-2-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2001
ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის I პუნქტისა და საქართველოს ცსკ 1999 წლის 17 აგვისტოს ¹36/1999 დადგენილების I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება