1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
12. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია
, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება იმავე პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელშიც (რომლებშიც) ასახულია განახლებული ინფორმაცია შესაბამის ფაქტთან დაკავშირებით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი №5037 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 27
მაისის ორგანული კანონი
№5143
- ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.05.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.05.2016 ორგანული კანონი №5143
- 27.04.2016 ორგანული კანონი №5037
- 08.05.2012 ორგანული კანონი №6116
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-242-378-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2004
ამასთანავე “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე, 24-ე მუხლების მიხედვით პარტიის ყრილობის ოქმი არ საჭიროებს სანოტარო დამოწმებას, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სანოტარო დამოწმებას საჭიროებს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი.
- საქმე №3გ/ად-18-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2002
…რიგ ხარვეზებს: ა) პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი არ იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და ბ) იუსტიციის სამინისტროსათვის არ იყო წარდგენილი პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სიმბოლიკის გამოსახულების ესკიზები, რითაც დარღვეული იყო «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» და «ზ» ქვეპუნქტები.
- საქმე №3გ/ად-33-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2000
Eც-ის გამგეობის თავმჯდომარეობის ანუ საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს გამგეობის სხდომის ოქმი, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად სარეგისტრაციოდ წარდგენილ უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროში, რადგან ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით პარტიების ხელახალი რეგისტრაციებისათვის საჭირო არ არის მხოლოდ მე-12 მუხლითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიალურად დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმის წარდგენა.
- საქმე №3გ/ად-40-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2000
გარდა 600 პირის ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტებისა, კასატორის მტკიცებით, პარტიულ სიაში შეყვანილ წევრთაგან 100 პირი 1995-97 წლებშია გარდაცვლილი და საქართველოს კომუნისტური პარტიის წესდების ხელახლა რეგისტრაციის დროს, კასატორის აზრით, დაირღვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მოთხოვნა პარტიულ სიაში 1000 წევრის ყოლის აუცილებლობის შესახებ.
- საქმე №330310018002271740 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
…და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება