საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რეგისტრირებულ იქნეს;
ბ) უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.
3. პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.
4. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.
5. პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრი-რებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.
6. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
7. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარე-გისტრაციოდ.
8. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.05.2012 ორგანული კანონი №6116
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-242-378-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2004
ამასთანავე “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე, 24-ე მუხლების მიხედვით პარტიის ყრილობის ოქმი არ საჭიროებს სანოტარო დამოწმებას, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სანოტარო დამოწმებას საჭიროებს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი.
- საქმე №3გ/ად-31-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2002
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ორგანულ კანონს მეტი იურიდიული ძალა აქვს საპროცესო კოდექსთან, როგორც სისტემატიზებულ კანონთან, შედარებით და რომ «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ პარტიის რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ უარის…
- საქმე №3გ/ად-18-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2002
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საქართველოს ორგანული კანონის «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად «პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან ამ კანონის მოთხოვნებს».
- საქმე №3გ/ად-50-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2001
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლით ევალებოდა წარდგენილი დოკუმენტების სისწორის შემოწმება და სათანადო გადაწყვეტილების მიღება, მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება