კარი V — არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებებითავი VIIIარასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა #
1. არასრულწლოვნის საქმის განხილვაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სასამართლო:
ა) უზრუნველყოფს, რომ საქმის სასამართლოში განხილვა არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარების შესაბამისად მიმდინარეობდეს;
ბ) სხდომებს შორის გონივრული ინტერვალით აცხადებს შესვენებას არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
2. დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
ო-ს დაუსწრებლად მისივე საქმის განხილვა, კერძოდ: ამ კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდის“.
- საქმე №190100118002586847 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54- 56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ლ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით…
- საქმე №020100118002406539 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
კანო-თან კო-ფლიქტში მყოფმა მუ---------------- მო-აწილეობა მიიღო ორ სასამართლო სხდომაზე (2018 წლის 03 მაისს და 2018 წლის 15 მაისს), რის შემდგ მან უარი განაცხადა სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე და ამით თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომები ჩატარდა მის დაუსწრებლად არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი ადვოკატის და საპროცესო წარმომადგენლის სავალდებულო მო-აწილეობით.
- საქმე №190100118002383760 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.05.2018
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54- 56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ე-–----------–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება