1. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი.
2. არასრულწლოვნის სხეულიდან ნივთის ამოღება უნდა განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მქონე დაწესებულებაში სერტიფიცირებული, იმავე სქესის ექიმის ან ექთნის მონაწილეობით და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით.
3. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი იმავე სქესის უნდა იყოს, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხს მოსამართლე წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისი შუამდგომლობის შეტანიდან არაუგვიანეს 12 საათისა.
6. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი;
გ) პირი, რომელმაც სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა;
დ) არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს;
ე) სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები;
ვ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის დასაბუთება;
ზ) ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები;
თ) წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება;
ი) განჩინების მოქმედების ვადა;
კ) პირი ან ორგანო, რომელმაც განჩინება უნდა შეასრულოს;
ლ) მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).
7. თუ არასრულწლოვანი თანახმა არ არის, რომ ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებებს მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს, ან თუ მისი დასწრება შეუძლებელია, საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება შესაბამისი სქესის საპროცესო წარმომადგენელი.
კარი Vარასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებებითავი VIIIარასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი 1. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი. 2. არასრულწლოვნის სხეულიდან ნივთის ამოღება უნდა განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მქონე დაწესებულებაში სერტიფიცირებული, იმავე სქესის ექიმის ან ექთნის მონაწილეობით და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით. 3. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი იმავე სქესის უნდა იყოს, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხს მოსამართლე წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისი შუამდგომლობის შეტანიდან არაუგვიანეს 12 საათისა. 6. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი; გ) პირი, რომელმაც სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა; დ) არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს; ე) სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები; ვ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის დასაბუთება; ზ) ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; თ) წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება; ი) განჩინების მოქმედების ვადა; კ) პირი ან ორგანო, რომელმაც განჩინება უნდა შეასრულოს; ლ) მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). 7. თუ არასრულწლოვანი თანახმა არ არის, რომ ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებებს მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს, ან თუ მისი დასწრება შეუძლებელია, საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება შესაბამისი სქესის საპროცესო წარმომადგენელი. კარი VVარასრულწლოვნის არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებებიღონისძიებებითავი თავიVIIIარასრულწლოვნის VIII არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №110100118002650745 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
…ქ------- ც----------ის თანდასწრებით, მოახდინა არასრულწლოვან მ----- შ----ის ნაწილობრივი გაშიშვლება, მისი სხეულის დათვალიერება და დაზიანების დაფიქსირება, რომ აღნიშნული მოქმედების განხორციელებისას, არსებითად დარღვეული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.
- საქმე №110100118002650745 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 20.12.2018
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არასრულწლოვანი მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმზე (თანდართულ ფოტოსურათებზე) და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებისას, ბრალდების მხარის მიერ, არსებითად დარღვეული იქნა მისი მოპოვების წესი, კერძოდ: საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება