1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვანის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2, 21 და მე-4 ნაწილები.
2. არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
3. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე ან მსხვერპლი, მისი გამოკითხვისას/დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). # #
4. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის გამოსაკითხ პირს/მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე მოწმე ან მსხვერპლი, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.
6. არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.
8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
10. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.
11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4679 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5453 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №769 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2271 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5863 – ვებგვერდი, 23.03.2020წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 20.03.2020 კანონი №5863
- 30.05.2018 კანონი №2390
- 04.05.2018 კანონი №2271
- 04.05.2017 კანონი №769
- 22.06.2016 კანონი №5453
- 18.12.2015 კანონი №4679
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვანის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2, 21 და მე-4 ნაწილები. 2. არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 3. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე ან მსხვერპლი, მისი გამოკითხვისას/დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). # # 4. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის გამოსაკითხ პირს/მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე მოწმე ან მსხვერპლი, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. 6. არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. 7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 10. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. 11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №2კ-148აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
აქვე საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვა დაკითხვის წესს.
- საქმე №2კ-980აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2021
ო–ის საპროცესო წარმომადგენლმა გამოიყენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი და გ. ო–ის დაკითხვაზე განაცხადა უარი, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 111, 1443-ე მუხლის პირველი…
- საქმე №2კ-483აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2018
…დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17). 8. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს საეჭვოდ მიაჩნიათ ორი არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებები იმ მოტივით, რომ მათ სასამართლოში ჩვენებების მიცემის წინ არ დადეს ფიცი. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილით: „14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
- საქმე №330100118002696122 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.01.2020
მათი ამ პოზიციიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საპროცესო წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასრულწლოვნების დაკითხვაზე.
- საქმე №190100119002988190 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2019
აპელანტების მითითებით, არასრულწლოვან მ---------–---–---–ის ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს ზ---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან მისი დაკითხვა განხორციელდა საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება მისი კანონიერი წარმომადგენლის…
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330100116001527045 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.07.2018
- საქმე №330100117001800526 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2018
- საქმე №160100117002150732 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2018
- საქმე №160100118002791035 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №140100119002910769 · გორის რაიონული სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №340100118002649636 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №030310019002940689 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.04.2019
- საქმე №330100118002696122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330100117001675178 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №160141318002368980 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №020100118002432376 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №160141318002254433 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №160100117002225680 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 31.01.2018
- საქმე №160100117002150732 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 11.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება