კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას.
2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება.
თავი VIIარასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას. 2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა. 3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება. თავი VIIVIIარასრულწლოვნის არასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება