აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 |
|
2015 წლის 8 ივლისი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 30-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებელუბის - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 33 (ოცდაცამეტი) საშტატო ერთეულით. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10). |
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში - მთავრობა) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის მოვლა-შენარჩუნებისა და განვითარების დარგში.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს კანონებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს. 4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №84/86. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები |
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წამოადგენს:
ა) ტურისტული და საკურორტო რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი რეალიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ტურიზმისა და კურორტების პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენ-ტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. გ) ტურისტული და საკურორტო მომსახურების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მისი განზოგადება და გამოყენება; დ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცე-სების ანალიზი; ვ) ტურიზმისა და კურორტების სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა; ზ) ტურიზმისა და კურორტების დარგში შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსა-ხუ-რების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმა-რებელთა ინტერესების გათვალისწინებით; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავება და წარდგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებ-თან თანამშრომლობა; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე; ლ) დარგის სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის კომპეტენცია |
დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად დეპარტამენტი თავისი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და გამოსცეს სამართლებრივი აქტები; ბ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკითხები ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ; გ) შექმნას სახელმწიფო დაწესებელებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით შექმნას არასამეწარმეო (არაკო-მერციული) იურიდიული პირები; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უც-ხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაცია და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება; ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კ) გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში; ლ) პერიოდულად მოახსენოს მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; მ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) უშუალოდ ან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს. განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას; დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; ვ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაზე; ზ) შეაქვს წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არ ყოფნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები |
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილება; ბ) სერვისის განვითარების განყოფილება; გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ონლაინპროექტების განყოფილება; ე) ადმინისტრაციული განყოფილება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. ზ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება; 2. დეპარტამენტის საშტატო განრიგს ამ დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილება: ა.ა) ახორციელებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; ა.ბ) აწარმოებს სარეკლამო კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე; ა.გ) ხელს უწყობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის რეგიონში პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობას; ა.დ) აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას; ა.ე.) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევას ქვეყნის გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთში და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ბ) სერვისის განვითარების განყოფილება: ბ.ა) უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტული სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და შეისწავლის ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში უცხო ქვეყნების გამოცდილებას; ბ.ბ) ამზადებს რეკომენდაციებს და სხვადასხვა სახის პროექტებს ტურიზმისა და კურორტების დარგის პერსპექტიული განვითარებისთვის და საკანონმდებლო დონეზე მისი სრულყოფის მიზნით; ბ.გ) ტურისტულ ობიექტებზე მომსახურების ხარისხის დონის განსასაზღვრად ახდენს პერიოდულ მონიტორინგს და უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისათვის სემინარების და ტრენინგების ჩატარებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ბ.დ) ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ტურისტული სერვისის ხარისხის შესახებ და შეიმუშავებს მისი გაუმჯობესების სარეკომენდაციო წინადადებებს; ბ.ე) ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტების განვითარებას; ბ.ვ) ტურიზმის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს; გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება: გ.ა) აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს; გ.ბ) ატარებს ტურიზმის სფეროში ბაზრის კვლევებს და აწარმოებს შესაბამის ანალიზს; გ.გ) განსაზღვრავს სტატისტიკური დაკვირვების სახეობებს, დაკვირვების ობიექტთა წრეს, პერიოდულობას; გ.დ) განსაზღვრავს მონაცემთა წარმოდგენის ფორმასა და ვადებს და უზრუნველყოფს მათ საჯაროობას; გ.ე) უზრუნველყოფს შეგროვებულ მონაცემთა კონფედენციალობას, თუ ის იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილება; დ.ა) ახორცილებს ინტერნეტ რეკლამის დაგეგმვას და შესრულების მონიტორინგს; დ.ბ) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას და დეპარტამენტის ვებგვერდზე (გვერდებზე) განთავსებას. ასევე, განთავსებული ინფორმაციის მუდმივ განახლებას; დ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ვებგვერდის (გვერდების) ადმინისტრირებას და მუდმივ განვითარებას. ასევე, მის პოპულარიზაციას სოციალური მედიატექნოლოგიების გამოყენებით; დ.დ) უზრუნველყოფს ვებგვერდზე (გვერდებზე) განთავსებულ ინფორმაციასთან მომხმარებლების წვდომას და შეუფერხებელ მუშაობას; დ.ე) ახორციელებს რეგიონის პოპულარიზაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების და ონლაინ პროექტების გამოყენებით; დ.ვ) ახორციელებს დეპარტამენტის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგს. დ.ზ) ახორციელებს დეპარტამენტის სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნასა და დამუშავებას; დ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას, ტექნიკურ ზედამხედველობას და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას; დ.ი) ახორციელებს ინტერნეტმომსახურების ხარისხის მონიტორინგს, არეგულირებს ურთიერთობებს ინტერნეტპროვაიდერებთან; დ.კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, პროგრამულ უზრუნველყოფას და მათ განახლებას; ე) ადმინისტრაციული განყოფილება: ე.ა) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ე.ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას; ე.გ) ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლს; ე.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას; ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპენტეციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და რეგისტრაციას, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას; ე.ვ) ახდენს დეპარტამენტის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზებას; ე.ზ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებასა და გაფორმების სისწორეზე; ე.თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებზე გადაგზავნას სათანადო რეაგირებისათვის; ე.ი) ორგანიზებას უწევს შემოსული დოკუმენტების დროულ განხილვასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ვ.ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმ-დებლობით გათვალისწინებული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განხორ-ციელებას; ვ.ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ატვირთვას და შესაბამისი სტატუსების მინიჭებას; ვ.გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზებას, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მომზადებას; ვ.დ) ახორციელებს საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების განხორციელების შემდგომ მათი მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას; ვ.ე) ახორციელებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს; ვ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. ზ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება: ზ.ა) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ.ბ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ზ.გ) ახორციელებს კონტროლს ეკონომიკურ მოვლენაზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე; ზ.დ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; ზ.ე) უზრუნველყოფს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე; ზ.ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას; ზ.ზ) მონაწილეობს არაფინანსური, ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციასა და აღრიცხვაში ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს; ზ.თ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას; ზ.ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ზ.კ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში; |
მუხლი 6.
დეპარტამენტის ქონება |
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსში. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებანი |
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
+
დადგენილება №13
№13
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 30-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებელუბის - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 33 (ოცდაცამეტი) საშტატო ერთეულით.3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10). 4. დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე დანართი |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება, თანახმად დანართისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 34 (ოცდათოთხმეტი) საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 19.07.2022წ.
21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10).
4. დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე
+
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის მოვლა-შენარჩუნებისა და განვითარების დარგში.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს კანონებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
ა) ტურისტული და საკურორტო რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი რეალიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ტურიზმისა და კურორტების პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენ-ტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება.
გ) ტურისტული და საკურორტო მომსახურების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მისი განზოგადება და გამოყენება; დ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, მათ შორის მომსახურების ხარისხის შეფასება;
ე1) ტურისტულ ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების წახალისება, მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
ე2) ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ახალი და არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა;
ე3) ხელის შეწყობა და მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლების მიზანია რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის სტიმულირება;
ლ) დარგის სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 08.01.2018წ.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია
ბ) შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს საკითხები ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, სამ თვეში ერთხელ ასევე მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში (ინფორმაცია) განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
გ) შექმნას სახელმწიფო დაწესებელებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით შექმნას არასამეწარმეო (არაკო-მერციული) იურიდიული პირები; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უც-ხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;ვ) წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასება და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;
ზ1) დამოუკიდებლად და სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან თანამშრომლობით აწარმოოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
ზ2) ტურისტული მომსახურების სფეროს ანალიზის მიზნით აწარმოოს დაკვირვება და გამოავლინოს მომსახურების სფეროში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში; ლ) პერიოდულად მოახსენოს მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; მ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 08.01.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.08.2023წ.
+
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს.
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას და წლიური ბიუჯეტის კვარტალურ განწერას ;
ვ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაზე;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე;
თ) სამ თვეში ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს;
ი) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
კ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოხელეებს შორის;
ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს;
მ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ნ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 08.01.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
+
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
1. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური;
ბ) სერვისის განვითარების სამსახური;
გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური;
დ) სოციალური მედიისა და ონლაინპროექტების სამსახური;
ე) ადმინისტრაციული სამსახური;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური;
თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.
ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური:
ა.გ) ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ჟურნალისტების, ტუროპერატორებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა მონაწილეთათვის რეგიონში სხვადასხვა გაცნობითი ტურის მოწყობას;
ა.ე.) (ამოღებულია - 29.12.2017, №31);
ა.ვ) (ამოღებულია - 29.12.2017, №31);
ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთში და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ა.ვ1) ზრუნავს რეგიონის ტურისტული ბრენდის განვითარებაზე, შეიმუშავებს სარეკლამო კამპანიის წარმართვისათვის საჭირო აქტივობების გეგმას და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახორციელებლად;
ა.ვ2) ამზადებს და ამუშავებს დეპარტამენტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსს, მართავს ინტერნეტსივრცეში წარმოებულ კომუნიკაციას დეპარტამენტთან.
ა.ზ) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევას ქვეყნის გასაცნობად. შემდგომში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
ა.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთსა და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ა.ი) ხელს უწყობს დეპარტამენტის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას;
ა.კ) ხელს უწყობს დეპარტამენტის მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, ღონისძიებებსა და აქტივობებში;
ა.ლ) ამყარებს კომუნიკაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა უწყებებთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
ბ) სერვისის განვითარების სამსახური:
ბ.ა) უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტული სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და შეისწავლის ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში უცხო ქვეყნების გამოცდილებას;
ბ.ბ) ამზადებს რეკომენდაციებს და სხვადასხვა სახის პროექტებს ტურიზმისა და კურორტების დარგის პერსპექტიული განვითარებისთვის და საკანონმდებლო დონეზე მისი სრულყოფის მიზნით;ბ.გ) ტურისტულ ობიექტებზე მომსახურების ხარისხის დონის განსასაზღვრად ახდენს პერიოდულ მონიტორინგს და უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისათვის სემინარების და ტრენინგების ჩატარებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
ბ.დ) ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ტურისტული სერვისის ხარისხის შესახებ და შეიმუშავებს მისი გაუმჯობესების სარეკომენდაციო წინადადებებს; ბ.ე) ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტების განვითარებას; ბ.ვ) ტურიზმის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს;გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური:
გ.დ) განსაზღვრავს მონაცემთა წარმოდგენის ფორმასა და ვადებს და უზრუნველყოფს მათ საჯაროობას;
გ.ე) უზრუნველყოფს შეგროვებულ მონაცემთა კონფედენციალობას, თუ ის იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას;დ) სოციალური მედიისა და ონლაინ პროექტების სამსახური:
დ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ვებგვერდის (გვერდების) ადმინისტრირებას და მუდმივ განვითარებას. ასევე, მის პოპულარიზაციას სოციალური მედიატექნოლოგიების გამოყენებით;
დ.დ) უზრუნველყოფს ვებგვერდზე (გვერდებზე) განთავსებულ ინფორმაციასთან მომხმარებლების წვდომას და შეუფერხებელ მუშაობას; დ.ე) ახორციელებს რეგიონის პოპულარიზაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების და ონლაინ პროექტების გამოყენებით;დ.ვ) ახორციელებს დეპარტამენტის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგს.
დ.ზ) ახორციელებს დეპარტამენტის სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნასა და დამუშავებას;დ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას, ტექნიკურ ზედამხედველობას და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას;
დ.ი) ახორციელებს ინტერნეტმომსახურების ხარისხის მონიტორინგს, არეგულირებს ურთიერთობებს ინტერნეტპროვაიდერებთან; დ.კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, პროგრამულ უზრუნველყოფას და მათ განახლებას;ე) ადმინისტრაციული სამსახური:
ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და რეგისტრაციას, დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპენტეციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და რეგისტრაციას, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
ე.თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებზე გადაგზავნას სათანადო რეაგირებისათვის;
ე.ი) ორგანიზებას უწევს შემოსული დოკუმენტების დროულ განხილვასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური:
ვ.ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმ-დებლობით გათვალისწინებული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განხორ-ციელებას;
ვ.ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ატვირთვას და შესაბამისი სტატუსების მინიჭებას;
ვ.გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზებას, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მომზადებას;
ვ.დ) ახორციელებს საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების განხორციელების შემდგომ მათი მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას;
ვ.ე) ახორციელებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს; ვ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური:
ზ.დ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;
ზ.ე) უზრუნველყოფს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე;ზ.ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას;
ზ.ზ) მონაწილეობს არაფინანსური, ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციასა და აღრიცხვაში ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს; ზ.თ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას; ზ.ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ზ.კ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში;თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
თ.ა) უზრუნველყოფს შიდა ტურიზმის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ.ბ) ახდენს სამსახურის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში არსებული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების, ტურ-ოპერატორების, ფოტოგრაფების, ექსპერტების, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებისა და ტურიზმის მასტიმულირებელი სხვა დარგების წარმომადგენლებისათვის სარეკლამო, გაცნობითი და მოგზაურობის მასტიმულირებელი ტურების მოწყობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
თ.გ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტების განვითარების, რეკლამირებისა და მოგზაურობის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ.დ) ახდენს შიდა ტურისტული ნაკადის გაზრდისა და მოგზაურობის სტიმულირების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვასა (კულტურული, სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა) და განხორციელებას;
თ.ე) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარებისა და მათი ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას;
თ.ვ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში თანამონაწილეობას (სახალხო დღესასწაულები, ფესტივალები და სხვა);
თ.ზ) მონაწილეობს შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში;
თ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის წარმოჩენას, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მისი იმიჯის ფორმირებასა და დაცვას, ასევე, საზო-გადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას დეპარტამენტის საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 08.01.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.08.2023წ.
+
მუხლი 6. დეპარტამენტის ქონება
+
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.07.2015. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.32.057.016204.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016204 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2906238/