„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.07.2015 ბოლო ცვლილება 26.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2015 წლის 16 ივლისი

დაბა ხულო

 

„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

მუხლი 1
დამტკიცდეს „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი,  თანახმად დანართისა.
 
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო ხულოელის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №01 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 27.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010225002035136016080). 
 
მუხლი 3
                დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე



                                                                                                                             დანართი №1
 
„საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1
1. ამ წესით განისაზღვრება „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.

2. „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და ამ წესის შესაბამისად.

 
მუხლი 2
1. „საპატიო ხულოელის“ წოდებას ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და/ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის  საფუძველზე.

2.  საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას  ბრძანების ფორმით იღებს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. „საპატიო ხულოელის“ წოდება, ხულოელის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება ხულოს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და ხულოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

4. „საპატიო ხულოელის" წოდების  მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო ხულოელის" წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.

5. „საპატიო ხულოელის“ წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.

6. „საპატიო ხულოელის" წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის.  დაუშვებელია „საპატიო ხულოელის" წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლების ანდა საიუბილეო თარიღის გამო.

7. „საპატიო ხულოელის" წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო  ვითარებაში გადასცემს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

 
მუხლი 3
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ვ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;

ზ) შვიდკაციან  საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).

2. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის  წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ან უფლებამოსილ პირს,  რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს:

ა)კანდიდატის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;

ბ)  კანდიდატის ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

გ) კანდიდატის  წერილობითი თანხმობა „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე (გარდაცვლილი პირის შემთხვევაში – მემკვდრეობის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობა).

 

მუხლი 4
1. საპატიო ხულოელს, როგორც წესი, ხულოს მუნიციპალიტეტში „შუამთობის“ დღესასწაულზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს), გადაეცემა „საპატიო ხულოელის“ მოწმობა.

2. საპატიო მოწმობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბეჭდით.

3. საპატიო ხულოელის მონაცემები შეტანილი იქნება საპატიო ხულოელის წიგნში, რომელიც ინახება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მუხლი 5
1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა საპატიო ხულოელის წოდება , ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედევად,  ხულოს მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რითაც სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა საპატიო ხულოელის წოდება, უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა  შემუშავებაში;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი  ხულოელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.

მუხლი 6
1. „საპატიო ხულოელის" წოდების ჩამორთმევა შეუძლია  მხოლოდ წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ან უფლებამოსილ  პირს, მის  მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით,  შემდეგ შემთხვევებში:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. „საპატიო ხულოელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს  მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.

 
მუხლი 7
1. „საპატიო ხულოელის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

2. საპატიო  წოდების შესახებ ჩანაწერი კეთდება სპეციალურ წიგნში.

3. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია  (ფოტოსურათი, ბიოგრაფია, ცნობები – თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა პირს ეს წოდება).


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2024.
როდის იქნა მიღებული „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 16.07.2015. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.136.016179.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2024.
რამდენი მუხლისგან შედგება „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ, №20, 16.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2914414/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2024. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება