1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2022 კანონი №1465
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო 1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები. 2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს,წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის,ლიკვიდაციისა ავტორიზაციისა და აკრედიტაციისავტორიზაციის წესს,წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისდაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-1012-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
- საქმე №ას-568-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
…და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26). „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების…
- საქმე №ბს-1311(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის…
- საქმე №ას-194-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეხება, საკასაციო სასამართლო მოიხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის პირველი მუხლის მეორე ნაწეილის თანახმად, „ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო…
- საქმე №ას-556-524-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2012
ხსენებული ბრძანების 1-ლი და მე-2 მუხლების მიხედვით, სავალდებულოა სერთიფიცირებული მასწავლებლის დასაქმება 18 საათით და მეტით. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.
- საქმე №ას-65-62-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ას-1314-1334-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
- საქმე №ას-864-914-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2011
- საქმე №ას-400-716-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2009
- საქმე №ბს-340-324(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2006
- საქმე №330210014682099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2018
- საქმე №330210014668159 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2018
- საქმე №330210016001628050 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №120310018002313097 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება