1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;
გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვას და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;
თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;
ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2022 კანონი №1465
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები 1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან; დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისშემუშავებისა და აკრედიტაციისდანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას; ეე) ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისაავტორიზაციის დაპროცესის აკრედიტაციისწარმართვას მატერიალურ -ტექნიკური , პროგრამული და ადამიანურიზოგადი რესურსებისგანათლების ნორმატივებისხარისხის დადგენასუწყვეტი ;განვითარების ხელშეწყობას; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას; თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას; ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-1012-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს. 32. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას.
- საქმე №ას-1306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
…ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა ( „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). რაც შეეხება სკოლის ქონების აღრიცხვის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის საკითხებს, მათი შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი: თ) 2012 წლის 17 სექტემბერს სკოლასა და შ.პ.ს.
- საქმე №ბს-201(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
საქმეში არსებული მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების (საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი) დარღვევა.
- საქმე №ბს-797(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
…შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „შ1ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. #37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.12.09წ.
- საქმე №330310017001679197 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.03.2019
…შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „შ1ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. #37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.12.09წ.
- საქმე №080210017002186941 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2019
- საქმე №330210016001336638 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330310016001211924 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
- საქმე №330210018002449954 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №120310018002313097 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება