1.
სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
2. თუ მოსწავლეების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
3. სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებისა და მულტილინგვური განათლების დანერგვას;
გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;
დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;
ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით − იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელსა/დაბასა და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებას.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2725 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.61
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3996 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3996
- 16.03.2021 კანონი №338
- 28.11.2014 კანონი №2822
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. 2. თუ მოსწავლეების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. 3. სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს: ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებისა და მულტილინგვური განათლების დანერგვას; გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას; დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას; ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას; ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით − იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელსა/დაბასა და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებას. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2725 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.61 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-119-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,ზ" ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, სკოლის შინაგანაწესისა (22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს.
- საქმე №ას-641-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2020
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატიური დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
- საქმე №ას-181-174-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
ფ-ამ გამოიჩინა სკოლაში დასაქმებული პირის – საქმის მწარმოებლის უპატივცემულობა მის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენებით, რაც სწორად შეფასდა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესის უხეშ დარღვევად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის“ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და დასახელებული კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩაითვალოს და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებად უნდა იქნეს მიჩნეული სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები.
- საქმე №010310017002182060 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო…
- საქმე №010310019003154709 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.02.2020
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო…
- საქმე №010310019002832369 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №010310019002799016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №010310016001574683 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება