თავი II — მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.
2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებებით.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5018 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5918 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5918
- 20.09.2019 კანონი №5018
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება 1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. 2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები. 3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი. [4.4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებებით. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-65-62-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
…სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის წესდებაზე“, 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-6 მუხლზე, მე-10 მუხლის მე-5-8 პუნქტებსა და 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსზე“.
- საქმე №ას-247-232-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2011
ზ-შვილთან შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლისას, ანუ 2009 წლის 7 აპრილს, არ ყოფილა დაცული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹959 ბრძანების იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის მოთხოვნები, კერძოდ, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები; ვ. ზ-შვილის ყოველთვიური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებამდე შეადგენდა 32 ლარს და 76 თეთრს.
- საქმე №ას-180-172-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2010
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება და მე-5, მე-8 პუნქტების დამატება მოხდა მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ მითითებული პუნქტები აწესებს…
- საქმე №080210017002186941 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2019
…ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, პირდაპირ ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას ზემოაღნიშნული კოდექსის მოთხოვნები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
- საქმე №080210017002186941 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.07.2019
…უნდა ვეძებოთ მოსწავლეთა აღზრდის მეთოდების ახლებური ხედვების ჩამოყალიბებაში). აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, პირდაპირ ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას ზემოაღნიშნული კოდექსის მოთხოვნები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება