1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.
2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ
რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3524
- 16.03.2021 კანონი №338
- 20.12.2011 კანონი №5511
- 05.04.2011 კანონი №4488
- 09.03.2011 კანონი №4321
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში. 2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 თავისაქართველოს IX.2018 ზოგადსაგანმანათლებლოწლის დაწესებულების5 პედაგოგიურიივლისის საბჭოკანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-139(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2021
…გამომდინარე დავა წამოეწყო განსჯადობის შესახებ და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პალატამ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41.4 და 44.3 მუხლების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე ამავე საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით ითხოვს მის დანიშვნას ქ.
- საქმე №ას-193-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2020
ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები გადაცდომათა ჩადენისა და წარმოების დაწყების ვადები: უდავოა, რომ შრომის პირობები დასაქმებულის მხრიდან დაირღვა 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო, წარმოება დაიწყო ამავე წლის 5 ნოემბერს, შესაბამისად, არ დარღვეულა „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-19 მუხლი, ასევე, სკოლის შრომის შინაგანაწესის 44.1 და 44.2 მუხლების მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება დასაქმებულის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევის ფაქტი და…
- საქმე №ას-557-532-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2017
ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მინისტრის მიერ დანიშნული…
- საქმე №ას-310-292-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
…კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ,…
- საქმე №ას-200-187-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
პალატამ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 49-ე მუხლის პირველ, მე-6, 61 პუნქტებზე და განმარტა, რომ კანონი სამეურვეო საბჭოს ავალდებულებს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ იგი ს.გ.
- საქმე №ას-1190-1132-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-1695-1679-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2012
- საქმე №330310015001161661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №020332118700050259 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330210016001628050 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება