პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ა1
) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
[ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას;
(ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ1) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
საქართველოს 2011 წლის
ივნისის
კანონი №4734
-
ვებგვერდი,.0
.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4619
- ვებგვერდი, 22.12.2015წ.
საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.02.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.02.2026 კანონი №1353
- 11.12.2015 კანონი №4619
- 25.11.2011 კანონი №5349
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები პედაგოგიური საბჭო: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ა1 ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას; ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; [ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ1) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს; გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში; დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ. თავი X. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1012-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ და,,ა1“ ქვეპუნქტების მიხედვით, პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
- საქმე №ას-1356-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…აქვთ მიღებული და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გააჩნიათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნტების თანახმად, სკოლას მართავს დირექტორი და საშტატო განრიგსაც ის შეიმუშავებს. ამავე კანონის 46-ე მუხლის მიხედვით, სასკოლო სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს.
- საქმე №ას-1190-1132-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
…საბჭომ დაამტკიცა სასკოლო სასწავლო გეგმა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს შესაბამისი ოქმი არ გაუფორმებია, რაც მოსარჩელის განმარტებით, არ შეიძლება განხილული იქნეს სკოლის დირექტორის მიერ დაშვებულ დარღვევად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, სასამართლომ მხარის ამგვარი არგუმენტი არ გაიზიარა.
- საქმე №ას-217-209-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2013
…ძალის მქონე, ვინაიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა სკოლის დირექტორი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი საათების განაწილებაზე და რომ მასწავლებლებს შორის საათების განაწილებაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის პედაგოგიური საბჭო. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ანაწილებს პედაგოგებს შორის საათობრივ ბადეს.
- საქმე №ას-475-449-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2012
…კანონის 43-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია მასზედ დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე. ამავე კანონის 46-ე მუხლით სკოლის პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებელთა დატვირთვის (საათების განაწილების) საათობრივი ბადე.
- საქმე №ბს-954-918(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება