1. სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
11. საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური.
2. სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.
21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.
3. თუ
დირექტორობის
კანდიდატი
სამეურვეო
საბჭოს
წევრია
,იგი
არ
მონაწილეობს
კენჭისყრაში
.
4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
7. (ამოღებულია- 05.04.2011, №4488).
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2753
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №338
- 29.06.2018 კანონი №2753
- 16.12.2016 კანონი №102
- 20.12.2011 კანონი №5511
- 05.04.2011 კანონი №4488
- 09.03.2011 კანონი №4321
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. დირექტორის არჩევის წესი 1. სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 11. საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური. 2. სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე. 21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას. 3. თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია , იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში . 4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 7. (ამოღებულია- 05.04.2011, №4488). საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-1342(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით…
- საქმე №ას-568-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სკოლის დირექტორის თანამდებობის ტოლფას, ამავე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მან შესაბამისი უფლებამოსილება განახორციელოს მანამდე, ვიდრე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42.2 მუხლის საფუძველზე, სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატებიდან არ აირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე;
- საქმე №ბს-586(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის…
- საქმე №ას-1329-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
…კომპენსაციის სახით 9000 (ხელზე ასაღები) ლარის გადახდა დაეკისრა. 8.1.3 მოსარჩელის მოთხოვნა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. 8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 54-ე, 317-ე, 408.1 მუხლებით; სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტით, 38-ე მუხლით;
- საქმე №ბს-659-655(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2018
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლი, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.2011წ.
- საქმე №ბს-565-562(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2017
- საქმე №ბს-568-565(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2017
- საქმე №ბს-246-244(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
- საქმე №ას-557-532-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2017
- საქმე №ას-571-546-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2016
- საქმე №ბს-419-412(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-421-414(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-423-416(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-422-415(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-424-417(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-418-411(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-420-413(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ას-82-78-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
- საქმე №ას-1695-1679-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2012
- საქმე №ბს-353-334(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-267-252(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2007
- საქმე №330310015001161661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310018002640611 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №010310016001574683 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №080210017001841704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 23.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება