1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“, „პ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანება „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ“ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.04.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-971-925(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2007
მოსარჩელის მოსაზრებით არ წარმოადგენდა ასევე დარღვევას სკოლის დირექტორის მიერ ადმინისტრაციის წევრთა დანიშვნა, ვინაიდან, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ" 53-ე მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილია,,განათლების შესახებ" 27.07.97წ კანონის ის ნორმები, რომლებიც ჩაითვალა ძალადაკარგულად,,ზოგადი განათლების შესახებ" კანონის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
- საქმე №ბს-141-132(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2007
ხელოვნების სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და განმარტა, რომ არ არსებობდა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური…
- საქმე №ბს-340-324(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2006
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 53.2 მუხლის შესაბამისად, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური დებულების» დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის 2003წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება