1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
11. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
2. (ამოღებულია - 07.12.2017, №1631).
3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, აგრეთვე ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
4.
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დააფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3744 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.384
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1631
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3825 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №83 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №690
- 12.12.2024 კანონი №83
- 30.11.2023 კანონი №3825
- 16.03.2021 კანონი №338
- 15.07.2020 კანონი №6905
- 07.12.2017 კანონი №1631
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები 1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს. 11. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს. 2. (ამოღებულია - 07.12.2017, №1631). 3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, აგრეთვე ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. 4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დააფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3744 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.384 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-918-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2021
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო…
- საქმე №ას-557-532-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2017
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არანაირი შეფასება არ მისცა ამ სფეროში მოქმედი სპეციალური კანონის,,,ზოგადი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 42-ე, 44-ე და 56-ე მუხლებს. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე კანონიერად მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
- საქმე №ბს-1392-1329(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2009
…მიეთითა «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 59.2 მუხლი, რომლის მიხედვით, დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ამავე კანონის 56-ე მუხლის თანახმად, სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
- საქმე №ბს-141-132(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2007
ხელოვნების სკოლა წარმოადგენდა არა ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებას, რაც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებდა მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.
- საქმე №ბს-340-324(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2006
შესაბამისად, ურეხის ხელოვნების სკოლა წარმოადგენს არა ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებას, რაც «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება