1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.
2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას.
5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა.
6. ამ
კანონის 36-ე
მუხლის
მე-2
პუნქტი
ამოქმედდეს
2011–2012
სასწავლო
წლის
დასაწყისიდან
.
7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №690
- 30.03.2022 კანონი №1465
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად. 2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას. 5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა. 6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან . 7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“„ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-955-898-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
…– 24 თვით. სსიპ ქ.ბათუმის №7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანებით,,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა. მოწინააღმდეგე მხარემ – სსიპ ქ.ბათუმის №..
- საქმე №ას-1314-1334-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
…17 მასწავლებლიდან ც.კ-ის გარდა სამსახურიდან გათავისუფლდა 11 მასწავლებელი, უსაფუძვლოა და არ გამომდინარებს «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის «ჟ» ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან. არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ბუნებისმეტყეველების პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან ც.კ-ის შესაბამისობა.
- საქმე №ბს-872-839(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2008
მითითებული ნორმა, ამავე კანონის 58.6 მუხლის შესაბამისად, ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისას, ანუ 2007 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
- საქმე №ბს-353-334(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის გარდამავალი ნორმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება