სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №381
2015 წლის 30 ივლისი
ქ.თბილისი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
+
მუხლი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების დახმარების მიზნით, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ტარიფის ზრდის შესაბამისი პერიოდისა და ტარიფის ზრდის შედეგად გამოწვეული დამატებითი თანხის (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით) ოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), დახმარების მიზნით გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 30.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
+
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ.
+
მუხლი 12
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №403 – ვებგვერდი, 17.08.2017წ.
+
მუხლი 2🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება), გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 30.10.2015წ.
+
მუხლი 3
ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
+
მუხლი 5
ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
+
მუხლი 6
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“, №381, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018767 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930353-4/