სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №52 |
|
2022 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას ყოველი წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იღებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
ა) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;
ბ) 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. მუნიციპალიტეტების მიერ ელექტროენერგიის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირება/შეღავათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ოჯახებზე გავრცელდეს მას შემდეგ, რაც შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება ამ დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიის ასანაზღაურებელი თანხა.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება, დადგენილი წესით, ვერ განხორციელდა კონკრეტულ კალენდარულ წელს, დაფინანსდეს მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში („მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი: 27 02 02).
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
|
1
+
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
+
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში − მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდეს სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.01.2024წ.
+
დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:
ა) 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;
ბ) 2025 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №607 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 20.12.2024წ.
+
+
2025 წლის იანვრის თვიდან 2025 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №607 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 20.12.2024წ.
+
1. ამ დადგენილებით მოსარგებლე ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, შესაბამისი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მიეწოდება ელექტროენერგიის შესაბამის მიმწოდებლებს (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს) ან/და შესაბამის ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებასა და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
2. მუნიციპალიტეტების მიერ ელექტროენერგიის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირება/შეღავათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ოჯახებზე გავრცელდეს მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის შესაბამისი მიმწოდებლის (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების შესაბამისი მიმწოდებლის) ან/და შესაბამისი ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული სუბსიდიის ასანაზღაურებელი თანხა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 თებერვლის დადგენილება №84 – ვებგვერდი, 23.02.2022წ.
+
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირების მიზნით, ელექტროენერგიის შესაბამისი მიმწოდებლისთვის (მათ შორის, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების შესაბამისი მიმწოდებლისთვის) ან შესაბამისი ლიცენზიანტისთვის თანხის გადარიცხვა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის შესაბამის მიმწოდებელთან (მათ შორის, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების შესაბამის მიმწოდებელთან) ან შესაბამის ლიცენზიანტთან არსებული შეთანხმების/მოლაპარაკების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 თებერვლის დადგენილება №84 – ვებგვერდი, 23.02.2022წ.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირების მიზნით თანხის გადარიცხვა შესაბამის ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და შესაბამის ლიცენზიანტთან არსებული შეთანხმების/მოლაპარაკების შესაბამისად.+
+
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
+
+
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ მიღებულია 03.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.023260.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“, №52, 03.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023260 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5376609/