კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №655 |
|
2020 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან;
დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
2. დაევალოს სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:
ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი;
გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
|
+
ქ. თბილისი
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებისთვის (თითოეული თვისათვის):
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება, გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, სასმელი წყლის/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, სასმელი წყლის/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებისთვის (თითოეული თვისათვის), იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათზე მეტ ელექტროენერგიას, მაგრამ არაუმეტეს 301 კილოვატ/საათისა, 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 301 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას:
ა) 2021 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში (თითოეული თვისათვის) (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიისთვის 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
ბ.ა) თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი სარგებლობს უნივერსალური მომსახურებით და ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ.ბ) თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და გაწეული მომსახურების საფასური აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების საფასური აღემატება შესაბამის არეალში არსებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება აღნიშნული ტარიფი.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ შესაბამის საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ შესაბამის საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
მუხლი 3🔗
1. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირება, გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის, ელექტროენერგიის მიმწოდებლებისთვის (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისთვის), წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომელიც ქ. თბილისში ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან ამოღებას (შემდგომში – იურიდიული პირები), არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის/სასმელი წყლის/წყალარინების/დასუფთავების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომელიც ქ. თბილისში ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან ამოღებას (შემდგომში – იურიდიული პირები), არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის/სასმელი წყლის/წყალარინების/ დასუფთავების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. იურიდიულმა პირებმა კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, 2021 წლის იანვარში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიიღონ შესაბამისი ზომები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
+
მუხლი 7🔗
ეთხოვოთ იურიდიულ პირებს, საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე წარუდგინონ სამინისტროს ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშსწორებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №761 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
+
მუხლი 71
1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამინისტროში წარდგენა და შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილების გაფორმება არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა.
2. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიისა და ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარმოდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 18.05.2021წ.
+
+
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეების კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეების კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დასაფინანსებლად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“ − პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში კომპანიისთვის გაცემული ავანსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს 2021 წლის თებერვლის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დასაფინანსებლად.
12. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021 წლის დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2021 წლის თებერვლის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული 2021 წლის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №761 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №87 – ვებგვერდი, 05.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
+
ამ დადგენილებით განსაზღვრული კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2020 და 2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №655. სარეგისტრაციო კოდი — 280000000.10.003.022375.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №655, 30.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022375 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5026401/