ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2015 ბოლო ცვლილება 08.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.018797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

 

ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.


„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის,  ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის  მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე:

+
მუხლი 1
1. ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.

2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ამ დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოების კრიტერიუმები და მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები განისაზღვროს ამ დადგენილებაზე თანდართული (დანართი №3)  „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების“  (შემდგომში − სახელმძღვანელო)  შესაბამისად.  

3. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილებით დაშვებული  ნებისმიერი ტიპის სამუშაოების დაგეგმვისას და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა  ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად უნდა იხელმძღვანელონ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების (მათ შორის, 32 COM 7B.90; 33 COM 7B.102; 34 COM 7A.27; 36 COM 7A.31; 37 COM 7A.38;  38 COM 7A.17; 39 COM 7A.41; 40 COM 7A.29; 41 COM 7B.44;  41 COM 8B.44;   42 COM 7B.24) შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

+
მუხლი 2
1. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში  მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ)  სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა;

გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).

2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა)   ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 3
1. ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება,  ასევე  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების განკარგვა, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით (აღნაგობის უფლების გარეშე) გადაცემის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უძრავი ნივთის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისთვის  სავალდებულოა აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენების მიზნობრიობის დასაბუთება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

+
მუხლი 4
1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაშვებულია მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მშენებლობის ნებართვაც გაიცემა ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს პირობების დაცვით.

  2. ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე  დაშვებულ იქნეს შემდეგი სამუშაოები და ობიექტები:

ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (შემდგომში − №255 დადგენილება)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე  „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257  დადგენილების  (შემდგომში − №257 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;

ბ) №255 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე №257 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;

გ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით  განსაზღვრული  ხაზობრივი ნაგებობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ემსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე განაშენიანებული მიწის ნაკვეთების კომუნიკაციებით უზრუნველყოფას;

დ)  №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე  №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს და არ იცვლება ამ უკანასკნელის სართულიანობა, მოცულობა ან/და გაბარიტული ზომები.

3. ამ დადგენილების დანართ №2-ში მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები;

ბ)  №255 დადგენილებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა ცალკეულ მიწის ნაკვეთზე, არსებული ურბანული ქსოვილის ფარგლებში;

გ) №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე  №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს;

დ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით განსაზღვრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები;

ე) მშენებლობის დეტალური შეტყობინების საფუძველზე, №255 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრული I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოები/ობიექტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი  წარმოადგენენ ძირითადი შენობა-ნაგებობის დამხმარე ობიექტებს ან/და დროებით ნაგებობებს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 4​1. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.


+
მუხლი 5
დროებით რეჟიმი არ ვრცელდება იმ შენობებზე:

ა) რომლებსაც აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი;

ბ) რომელთა მშენებლობაც დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.

+
მუხლი 6
ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემის  უზრუნველსაყოფად, დაევალოს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ  სააგენტოს, არა უგვიანეს 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სააგენტოს სათათბირო ორგანოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

+
მუხლი 7
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ (სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ) 2020 წლის 1 ივლისამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით უზრუნველყოს:

ა.ა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება;

ა.ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება;

ბ) ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის  გენერალური გეგმის,  განაშენიანების გეგმებისა  და განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №563 - ვებგვერდი, 26.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №670 - ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №402 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

+
მუხლი 8
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას, პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები და მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის იმ ღირსეული გარემო პირობების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო გზით წარმოაჩენს აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასა და ქ. მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

+
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

+
მუხლი 10
დადგენილება ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №563 - ვებგვერდი, 26.12.20106წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №670 - ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №402 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“, №411, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.018797 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2935764-5/