1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, ცენტრი უფლებამოსილია სარეალიზაციო ქონების საწყისი საფასური შეამციროს არაუმეტეს 25%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო ფასით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-11/