მუხლი 6. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1. ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, იღებს ცენტრის დირექტორი.
2. ქონების განკარგვის ფორმა თანხმდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
3. თუ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი.
4. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, უხარისხო ან/და ისეთი საქონლის არსებობის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ქონების შეფასების კომისია შესაბამისი ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების (ექსპერტი) ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას ამ ქონების განადგურების შესახებ, რაც წარედგინება ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილების მიღებისათვი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-6/