ა) ქონების რეალიზაცია აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით;
ბ) ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:
ბ.ა) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;
გ) ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) ქონების განაწილება;
ე) ქონების განადგურება.
2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას, თავდაპირველად ხორციელდება მისი ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვა. თუ ქონების რეალიზაცია ვერ მოხდა ელექტრონული აუქციონის ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით რეალიზაცია.
3. გარკვეულ შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.
4. გარკვეულ შემთხვევებში, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-7/