მუხლი 18. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია
1. ქონების ინტერნეტ-აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 და მე-17 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციის დროს ცენტრის დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ სარეალიზაციო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.
3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.
4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.
5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-18/