მუხლი 17. ქონების რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით
1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცენტრი აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);
ბ) ქონების სარეალიზაციო ფასს;
გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.
2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.
3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.
4. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 17, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-17/