მუხლი 19. ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით
1. ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც ცენტრი დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.
2. მესამე პირსა და ცენტრს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.
3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრის მიერ დადგენილი ქონების სარეალიზაციო ღირებულების 5%-ს.
4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.
5. მესამე პირის მეშვეობით ქონების რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება ცენტრის მიერ დადგენილ ქონების სარეალიზაციო ღირებულება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 19, №14, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2939750/muxli-19/