გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2015 ბოლო ცვლილება 24.10.2025
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

წინა ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 10​1 მუხლის 3​3 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი;

ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელების წესი – დანართი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი
+



გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი

 


+

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და იგი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს და კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმების წესს, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) გამოქვეყნების/შეთანხმების SMP მოდულში (შემდგომში – გამოქვეყნების/შეთანხმების მოდული) გამოქვეყნების წესს, აგრეთვე გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) დადოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მხოლოდ კანონითა და ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სააგენტოს თავმჯდომარის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 2. გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრების ფარგლებში

გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:

ა) საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 13 აპრილის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 13.04.2023 წ.

 

მუხლი 3. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლები

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები;

ე) (ამოღებულია - 06.07.2017, №31);

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;

ი) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა.

2. ამ წესის მე-2 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეისყიდის ლიტერატურას (ბეჭდურს, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულს), რეაქტივს, კომპიუტერულ პროგრამას, ფარმაცევტულ პროდუქტს (სამკურნალო საშუალებას), ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და მონაცემთა ბაზას;

ბ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებენ რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მომართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს თანხმობის შემდეგ, ადგენს:

ა) საქართველოს მთავრობა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას, აგრეთვე მათი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას.

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვის განხორციელებისას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 3​1. გამარტივებული შესყიდვისას გადაწყვეტილების მიღებისა და გამოქვეყნების/შეთანხმების განსხვავებული წესი

თუ გამარტივებული შესყიდვა მოიცავს რამდენიმე შესყიდვის ობიექტს და საქონელთან ან/და მომსახურებასთან ერთად, ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით:

ა) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და, შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ცალკე, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და, შესაბამისად, მომართვა წარადგინოს ცალკე, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.
 

მუხლი 4. გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები

1. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან.

1​1. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ წესის დანართით დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს გამარტივებული შესყიდვის ღირებულება და ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვის კონკრეტული საფუძვლის შესახებ.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

2​1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს მომართვასთან ერთად, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ხოლო თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს მომართვის წარდგენამდე/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია კონკრეტული ვადით და აღნიშნული ვადა არ არის ამოწურული. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთოს სისტემაში გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან/გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ:

ა) შეუძლებელი იყოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით;

ბ) შეუძლებელი იყოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა;

გ) შესყიდვა ემსახურებოდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრას;

დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობასა და ვადას, რომელიც საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის;

ე) შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობას.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება აღემატებოდეს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასს;

ბ) დაუშვებელია მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი;

გ) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაუცველობა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებას (გარემოებებს), რაც უნდა დასაბუთდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და დაერთოს ხელშეკრულებას.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას.

7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასატარებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, თავდაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან სხვა საჯარო მიზნების მიღწევას. ამასთან, აუცილებელია, რომ შეზღუდული დროის გამო, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით იწვევდეს ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და ხელს უშლიდეს მის უწყვეტად ჩატარებას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას.

8. (ამოღებულია - 06.07.2017, №31);

9. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმომადგენლობით ხარჯებად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით განსაზღვრული ხარჯები.

10. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოსგან შესასყიდ მხოლოდ იმ საქონელზე, მომსახურებაზე ან სამუშაოზე, რომლის მისაწოდებლად, გასაწევად ან შესასრულებლად გადასახდელი საფასურის ოდენობა დადგენილია საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

11. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ იმ წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 21.09.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 13 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 13.04.2022 წ.
 

მუხლი 4​1. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება

1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთობლივად.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2​1. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივი განხორციელების შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმების ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ წესის დანართით დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

2​2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულგადაწყვეტილებაში მიუთითოს გამარტივებული შესყიდვის ღირებულება და ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვის კონკრეტული საფუძვლის შესახებ, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული რეკვიზიტები.

3. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების საფუძველია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები და გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − შესყიდვის განხორციელებამდე, ამ წესის დაცვით შეუთანხმოს სააგენტოს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვასთან ერთად იტვირთება სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ტვირთავს სისტემის CMR მოდულში ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად.

3​1. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების საფუძველია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტები და გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმდებამდე, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით, შესაბამის შეთანხმებასთან ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:
ა) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველსა და პირობებს;
ბ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს;

დ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს მომართვა სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან.

ე) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ამასთან, ხელშეკრულებიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობა.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია შეიცავდეს დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 4​2. მოცდის პერიოდი

1. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესის მე-4 და 4​1 მუხლით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცდის პერიოდის ვადაში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო), შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს სააგენტოსთან, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და თუკი აღნიშნული ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება მოცდის პერიოდის ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღიდან. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში გაიხმოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რა დროსაც, გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი – „გახმობილია“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა საბჭოში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეათანხმოს სააგენტოსთან, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან. საჩივრის დაზუსტების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე, საჩივრის დაზუსტების ვადაში არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამავე ვადაში, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა საბჭოში, საბჭოს მიერ საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის ვადაში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება. ამავე ვადაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა.

5. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასინჯოს ან გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ენიჭება სტატუსი –
„არ მიემართება შესათანხმებლად“, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“-„ი“ ქვეპუნქტების ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ენიჭება სტატუსი – „გამოქვეყნების პროცესი შეწყვეტილია“. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადასინჯული ან გაუქმებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი პირობებით, ხელახლა გამოაქვეყნოს გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. ამ შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის ათვლა იწყება თავიდან, ხოლო სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება ამ მუხლის შესაბამისად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 5. სააგენტოსთან შეთანხმება, პროცესის საჯაროობა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებამდე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს;

2. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-3 მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სააგენტოსთან თანხმდება სისტემის მეშვეობით, მომართვის სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში წარდგენის გზით, რის შედეგადაც მომართვას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“.

3. მომართვა (გარდა დაზუსტებული მომართვისა), აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.

4. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან თანხმდება ამ წესის 4​2 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის გასვლის შემდგომ. სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება 4​2 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით, სისტემაში შექმნილი გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულის მეშვეობით, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საბჭოში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოსთან შეთანხმების ვადის ათვლა იწყება საჩივრის დაუშვებლად ცნობის, საჩივრის განუხილველად დატოვების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან.

5. ამ წესის 4​2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასინჯოს ან გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებულ – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი –
„არ მიემართება შესათანხმებლად“, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადასინჯული ან გაუქმებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი პირობებით, ხელახლა გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. ამ შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის ათვლა იწყება თავიდან, ხოლო სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება 4​2 და მე-5 მუხლების შესაბამისად.

6. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი, მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ამ წესით დადგენილ პირობებთან შესაბამისობა, ხოლო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა დგინდებოდეს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა/გაუქმება.

7. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

8. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საკითხი ეხება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების საფუძვლიანობა, ასევე, მისი ამ წესითა და კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

9.  შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს, სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლისა და დამატებითი ვერიფიკაციის გავლის შემდგომ, აქვთ შესაძლებლობა, მომართვის წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე.

10. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეცვალოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოცდის პერიოდის დასრულებამდე, გარდა ამ წესის 4​2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ წესის 4​2 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადაში, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი სახის ცვლილებისას, მოცდის პერიოდის ვადა გრძელდება გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა ამ მუხლის მე-16-მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი სახის ცვლილებისას, შესაბამისი ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ატვირთოს გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

11. იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია და თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.

12. იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ამ წესით დადგენილი პირობით, შესაბამის გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად აქვეყნებს სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

13. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში მომართვას წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 4​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, მომართვაში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

14. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემაში შექმნილ მოქვეყნების/შეთანხმების მოდულში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სააგენტოსთან ათანხმებს, ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 4​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს ერთობლივი შესყიდვის მონაწილე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან მიმართებით.

16. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, შესყიდვის ღირებულება იცვლება იმგვარად, რომ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი –„გამოქვეყნება შეწყვეტილია“ და მის მიმართ არ გაგრძელდება ამ წესის 4​2 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის დინება.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ -„დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, მომართვა სააგენტოსთან თანხმდება ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხოლო, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ამგვარი გადაწყვეტილება არ საჭიროებს სააგენტოს თანხმობას და შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დადგენილი წესით დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 01.04.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 იანვარის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 24.10.2024წ.
 

მუხლი 6. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის ცნობება

1. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისად, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და მომართვის სააგენტოში წარდგენის შესახებ.

2. საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელს ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა ან წილის 100%-იან მმართველს.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს ან კონტროლის განმახორციელებელ პირს ან ორგანოს.

4. ინფორმაციას არ წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰყავს, შესაბამისად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, თანამდებობის პირი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

 

მუხლი 7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გაიხმოს მომართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

2. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრდა საბჭოში, ამ შემთხვევაში, სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება მოცდის პერიოდის ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღიდან. სააგენტო, არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში გაიხმოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რა დროსაც, გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი – „გახმობილია“.

3. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდა საბჭოში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეათანხმოს სააგენტოსთან, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევენო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა. საჩივრის დაზუსტების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე, საჩივრის დაზუსტების ვადაში, არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამავე ვადაში, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება, ხოლო სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა. აღნიშნული ვადის დადგომიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ.

4. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს აგრეთვე საბჭოს გადაწყვეტილებით. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას აგრეთვე იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაინტერსებული პირების მიერ გამოხატულ მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესითა და, მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციას ან დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „დასაზუსტებელია“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი მას ანიჭებს სტატუსს „დაზუსტებულია“. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განუხილველი დარჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მას, რა დროსაც მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“. სააგენტო ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

7. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დასაბუთებულ უარს უცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციას თანხმობის მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“.

8. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“.

9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიხმოს მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

10. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს თანხმობის მიღების შემთხვევაში.

11. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.

12. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უარს განაცხადებს თანხმობის გაცემაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და იგი ვალდებულია, შესყიდვა განახორციელოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

13. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო, იმავე მუხლით დადგენილი წესით, ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების კანონიერებას. კანონიერების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მართლზომიერად ცნობს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“), ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში – მოსთხოვს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის დაწყებული პროცედურების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და მისი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“). ამასთან, შემყიდველ ორგანიზაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

14. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ იწვევს სააგენტოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 იანვარის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 7​1. ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში

1. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.  სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ცვლილება, რომლის შედეგად იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა ან/და ემატება შესყიდვის ობიექტი (კლასიფიკატორი).

3. სააგენტოსთან შეთანხმებას არ ექვემდებარება ცვლილება, როდესაც:

ა) მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს თოთხმეტი დღით იზრდება ხელშეკრულების შესრულების თავდაპირველი ვადა;

ბ) შესყიდვის ობიექტის (კლასიფიკატორის) შეუცვლელად, იზრდება შესყიდვის (ხელშეკრულების) ღირებულება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;

გ) მცირდება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

3​1. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა და აღნიშნული ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების შესრულების ვადის უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილების სააგენტოსთან შეთანხმებისას, გაითვალისწინოს სააგენტოსთვის ამ წესის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადა. 

4. დაუშვებელია შესყიდვის ღირებულების გაზრდა მის თავდაპირველ ღირებულებაზე 10%-ზე მეტი ოდენობით.

5. ცვლილება სააგენტოსთან თანხმდება და მასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5–მე-7 მუხლების შესაბამისად.

6. თუ შესყიდვები განხორციელებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ხელშეკრულების შესრულების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის შესახებ სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დადგენილი წესით, ამ ცვლილების შესათანხმებლად მიმართოს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 01.04.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 03.11.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 იანვარის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.
 

მუხლი 8. კანონის პრინციპების დაცვა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპები, აგრეთვე მე-8 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

2. თუ მიმწოდებელი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.

3. მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან  ერთად.

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/ შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილეს, უკვე დადასტურებული აქვს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.

მუხლი 9. ხელშეკრულების დადება

1. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება იდება ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებისა და მიმწოდებელთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.

1​​1. საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს ან 10 000 ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შეადგენს 20 000 ლარს ან 20 000 ლარს აღემატება, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ სისტემაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირთან. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება არარეზიდენტ პირთან.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს ის პირობები, რომლებზეც სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გასცა თანხმობა. აღნიშნული პირობები აგრეთვე დაცული უნდა იყოს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას − თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, არეთვე იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას − თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება უნდა დადოს მის მიერ მომართვაში/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას, ამ წესით განსაზღვრული სააგენტოს თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში.

3​1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის გასვლის შემდგომ, ხოლო გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში – მოცდის პერიოდის ვადის გასვლისა და საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის/განუხილველად დატოვების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, გონივრულ ვადაში დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

4. ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).

4​1. გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში, თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ტვირთავს დადებულ ხელშეკრულებას სისტემის CMR მოდულში. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის CMR მოდულში ხელშეკრულების ღირებულებად უთითებს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას.

5. (ამოღებულია - 29.10.15 №15).

6. (ამოღებულია - 29.10.15 №15).

7. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით გაერთიანებულ ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან. ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

8. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, გარდა ამ გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრებისას, საბჭოს მიერ საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „გაუქმებულია“, რა დროსაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 26.07.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 26.02.2021 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 13 აპრილის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 13.04.2023 წ.

მუხლი 10. ხელშეკრულების პირობები

1. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

2. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში რეგისტრაციის ნომერს – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან;

გ) გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივ საფუძველს – კანონის შესაბამის ნორმას;

დ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ე) ხელშეკრულების ღირებულებას;

ვ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;

ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

თ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ი) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

კ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

4. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურების გაწევისთვის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

5. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვებისას;

ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვისას;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით სახელმწიფო შესყიდვისას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, ასევე მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.

10. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 11. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

1​1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.

3. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას შესაძლებელია წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ.

4​1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით.

4​2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას აღნიშნულ დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

6. (ამოღებულია - 15.06.17, №21).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 21.08.2025 წ.

 

მუხლი 12. ანგარიშსწორების პირობები

1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, კანონითა და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია.

2​1. წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით.

2​2. წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას აღნიშნულ დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ)  კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით;

გ) (ამოღებულია - 10.12.2015, №26);

დ) (ამოღებულია - 15.06.17, №21).

3​1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებელი აგრეთვე თავისუფლდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შესახებ მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრული ვადით ადრე.

5. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

6. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7. დაუშვებელია წინასწარი ანგარიშსწორება წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული მისი წარდგენისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

8.  შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან ერთად ან მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორება გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 11.12.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 21.08.2025 წ.

მუხლი 13. ცვლილება ხელშეკრულებაში

1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სისტემის CMR მოდულში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.

4. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

 

მუხლი 14. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის/მათ შრომის ანაზღაურებასა და ხარჯებს უზრუნველყოფს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

 

მუხლი 15. ალტერნატიული შესყიდვა

1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

 

მუხლი 15​1. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე

1. გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით.

3. პრეისკურანტის ჯამური ღირებულება და პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
 

მუხლი 15​2. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება

1. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭა ხელშეკრულების სტატუსი – „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო ამ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.

2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობით მომართვას იხილავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ამოქმედებამდე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძალას.

2. (ამოღებულია - 15.06.17, №21).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

 

დანართი

გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელების წესი

 

1. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი

1.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, აგრეთვე, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.​​​​[1] 

1.2. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

•გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

• [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

• [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

• გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​​[2].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

1.3. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს და თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და დადებული ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

• რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება, თუ იგი ჯერ არ არის ატვირთული სისტემის CMR მოდულში.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​​[3].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

1.4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ მიმწოდებელი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

• ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

• [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

• [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​​[4].

1.5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

• რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

• რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

• რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

• გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

•რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​​[5].

_________________________________________________

​​​[1] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[2] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[3] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[4] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[5] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად

 

2. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი.

თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის ამ პუნქტით განსაზღვრული წესით, შეავსოს კითხვარი და გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

2.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, აგრეთვე, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი​​​​[6]. 

2.2. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

•გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

• [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

• [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

• გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე?

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

• რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​​[7].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.)

2.3. გადაუდებელი აუცილებლობა (თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტს) და თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე?

• რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

• რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​​[8].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

2.4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ მიმწოდებელი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

• ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

• [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

• [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​​[9].

2.5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

• რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

• რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

• რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

• გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

• რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​​[10].

2.6. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით, ასევე იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ, მიუთითოთ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძველი:

- წარმომადგენლობითი ხარჯები

- ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახადები

- განსაზღვრული წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

- გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯები

- სსიპ უმაღ/საგანმანათლებლო დაწესებულებების გამონაკლისი გამარტივებული შესყიდვები

- შესყიდვა რეგენტთა საბჭოს თანხმობით

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: შემსყიდველმა ორგანიზაციამ „შესყიდვის ღირებულებაში“ უნდა მონიშნოს შესყიდვის ისეთი ღირებულება, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს შესყიდვის ისეთ ღირებულებას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, სისტემა მას უარს ეტყვის კითხვარის დარეგისტრირებაზე.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რაზე დაყრდნობით შეირჩა გამარტივებული შესყიდვის საფუძველი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

•რაზე დაყრდნობით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• ატვირთეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​​[11}.

________________________________________________________

​​​[6] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[7] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[8] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[9] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[10] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​​[11] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

 

3. ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ მიუთითოთ თავდაპირველი მომართვის SMP ნომერი.

• გთხოვთ დეტალურად აღწეროთ, თუ რა სახის ცვლილება შეგაქვთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში.

• რატომ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შესაცვლელი საკითხები თავდაპირველი მომართვისას?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება​​​[12}

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

_________________________________________________________________

​​​[12] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 03.11.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 21.09.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.
 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, №13, 17.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2951669-17/