მუხლი 126. დათვალიერებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლი · სსსკ 126
თავი XV — ადგილზე დათვალიერება
თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს.
თავი XVI
მხარეთა ახსნა-განმარტე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 126. დათვალიერებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს. თავი XVI.XVI მხარეთა ახსნა-განმარტებაახსნა-განმარტე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
საქმე №ას-1527-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
სსსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-ე მუხლის მიხედვით, კომლის შემადგენლობიდან გასვლა წარმოადგენდა კომლიდან გამოყოფას, ხოლო ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნა წარმოადგენდა გაყრას.
პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლები და არასწორად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ღებულობდა მონაწილეობას თავისი…
…აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ ხდებოდა იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლებით. თითოეული ზემოთ მითითებული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდეგში ასახვას პოულობდა საკომლო ჩანაწერებში.
საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
სსსკ 119-ე და 126-ე მუხლებზე მითითებით იმის მტკიცებას, რომ 1960წ. სსკ გათვალისწინებული დანაშაულისათვის წინასწარი გამოძიების ჩატარება სავალდებულო არ იყო.
ხდებოდა იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 126, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-126/