მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლი · სსსკ 190
თავი XXII — შეგებებული სარჩელი
1. თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.
2. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.
თავი XXIII
სარჩელის უზრუნველყოფა #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო 1. თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. 2. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი. თავი XXIII სარჩელის უზრუნველყოფა #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
…საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად.” სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული ბრძანებიდან არ ჩანს, რა სტატუსი გააჩნია მოსარჩელეს პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში. სსსკ-ის 190-ე მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ:,,სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციის და სისხლის სამართლებრივი იძულებითი ღონისძიების…
საქმე №3გ-ად-236-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2002
…დაედო ისე, რომ არ იქნა შეტანილი ცვლილებები საჯარო რეესტრში. კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის არასწორი განმარტების შედეგად ის მიჩნეულ იქნა იმ პირად, რომლის ქონება შეიძლება დაყადაღდეს. სსსკ-ს 190-ე მუხლი ითვალისწინებს ყადაღის დადებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის და განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლი ითვალისწინებს შეგებებული სარჩელის აღძვრას საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, სასამართლო სხდომის გადადებას შეგებებულ სარჩელთან მიმართებით ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 190, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-190/