სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლი · სსსკ 188
თავი XXII — შეგებებული სარჩელი
1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 188. შეგებებული სარჩელის აღაღძვრა ძვრა 1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. 2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(49)
საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
20.09.2024 წელს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. და ლ. წ–ის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარდგენის დროს საქმეში იყო სამი მოპასუხე; 10.1.5. 04.10.2024 წელს მოპასუხემ სსსკ-ის 188.1 მუხლის საფუძველზე, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, მოსარჩელის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი;
საქმე №ას-337-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2024
შეგებებული სარჩელის აღძვრის პირობებში, რაც სსსკ-ის 188-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მხარე იყენებს ქმედით საპროცესოსამართლებრივ საშუალებას მის წინააღმდეგ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გამოსარიცხად.
საქმე №ას-1278-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
თუკი მოპასუხე თვლიდა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი არ იყო, მაშინ მას უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 188-ე მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლება, კერძოდ, სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე უნდა აღეძრა მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
საქმე №ას-411-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შეგებებული სარჩელის წარდგენის საპროცესო შესაძლებლობას, ვინაიდან 2018 წლის 18 იანვარს უკვე საქმის არსებითი განხილვა იყო დანიშნული;
საქმე №ას-1159-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
შეგებებული სარჩელის აღძვრის პირობებში, რაც სსსკ-ის 188-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მხარე იყენებს ქმედით საპროცესოსამართლებრივ საშუალებას მის წინააღმდეგ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გამოსარიცხად.
საქმე №ას-1004-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
საქმე №ას-654-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
საქმე №ას-173-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
საქმე №ას-1134-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 188, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-188/