1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში.
3. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №212 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(457)
- საქმე №ას-140-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2026
…და არა 2024 წლის 31 ივლისს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით,…
- საქმე №ას-334-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული…
- საქმე №ას-465-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში…
- საქმე №ას-787-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
…მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს. 9. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
- საქმე №ას-67-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
განჩინებაში მითითებულია, რომ განმარტების შესახებ განჩინება არის საბოლოო და არ საჩივრდება, რაც შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან განმარტების შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის თანახმად. ვინაიდან არასწორად არის განჩინებაში მითითებული გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, აღნიშნულმა არასწორმა მითითებამ გამოიწვია სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
- საქმე №ბ-48-1(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
- საქმე №ა-6900-გან-27-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №ა-6880-გან-26-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2026
- საქმე №ას-747-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №ბ-1101-4(გან-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ბს-225(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ბს-885(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №ა-5876-გან-19-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-751-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ას-1127-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ბ-939-2(გან-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2025
- საქმე №ა-1558-გან-1-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
- საქმე №ა-2110-გან-2-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
- საქმე №ბს-161(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-971(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბ-1242-5(გან-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
- საქმე №ბს-367(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბ-86-1(გან-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ა-743-გან-21-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ა-6033-გან-17-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ას-1138-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ა-5778-გან-15-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ა-5523-გან-13-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2024
- საქმე №ბ-1398-4(გან-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ა-2808-გან-7-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ა-3129-გან-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2024
- საქმე №ას-436-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
- საქმე №ბს-224(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ას-772-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ა-1602-გან-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბ-472-4(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ბ-322-3(გან-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ა-1709-გან-4-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
- საქმე №ა-1707-გან-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 457-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება