1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
31. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(411)
- საქმე №ას-1247-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით.
- საქმე №ა-1266-გან-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
ვინაიდან საქმე ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვას.
- საქმე №ბს-174(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2026
განჩინებით განიმარტა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განჩინება შეიძლება გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან 12 დღის ვადაში (ტ.2, ს.ფ.
- საქმე №ა-895-გან-5-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
- საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
ამდენად, პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც სახეზე არ იყო სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. 9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
- საქმე №ას-1438-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ა-6902-შ-167-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-59-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ა-5201-გან-12-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-514-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-583-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ას-135-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ბს-919(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ბს-896(2კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-367(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2025
- საქმე №ას-1011-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2025
- საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ბს-966(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ას-1063-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ას-1139-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №ას-1287-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №ას-929-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ა-5778-გან-15-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-1124-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-632-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
- საქმე №ას-157-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-682-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №ას-826-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №ას-904-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 411-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება