სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლი · სსსკ 431
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №805 – ვებგვერდი, 26.07.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
საქმე №ბ-666-4(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2024
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქმე №ას-247-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით) საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით,…
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 421-ე, 423-ე, 426-ე, 427-ე, 431-ე მუხლების დანაწესები. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცული აქვს როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადები.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 421-ე, 423-ე, 426-ე, 427-ე, 431-ე მუხლების დანაწესები. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცული აქვს როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადები.
კერძოდ, ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლებისას, სასამართლო, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით, საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. მაშასადამე, ნათელია, რომ სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება შეეხო მარტოოდენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ, საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 431, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-431/