თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
1. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.
3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
(426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/2/1400 – ვებგვერდი, 11.06.2024წ.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/11/1689 – ვებგვერდი, 12.12.2025წ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3035 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.163
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531– ვებგვერდი, 18.11.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5012
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/2/1400 – ვებგვერდი, 11.06.2024წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/11/1689 – ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.04.2016 კანონი №5012
- 20.03.2015 კანონი №3340
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(287)
- საქმე №ბ-505-8(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 426-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 432-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ სახეზეა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რაც…
- საქმე №ას-367-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან…
- საქმე №ას-278-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
…ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. 23. სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
- საქმე №ა-1145-ა-8-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
…სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
- საქმე №ზ-79-5(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების…
- საქმე №ა-753-შ-24-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2026
- საქმე №ა-753-ა-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №ა-6003-ბ-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-682-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-155(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ა-1564-ბ-2-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2025
- საქმე №ბს-658(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-1080(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ბ-1250-6(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბ-1250-7(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბ-1238-8(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ას-517-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2024
- საქმე №ბს-1305(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2024
- საქმე №ას-801-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-273(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2024
- საქმე №ას-461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ა-2739-24 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
- საქმე №ას-1247-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №ა-6412-ა-36-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №ა-6512-ა-37-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №ა-352-შ-7-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2024
- საქმე №ას-420-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2023
- საქმე №ას-768-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2023
- საქმე №ას-1102-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ას-635-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №ა-2281-ა-12-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2023
- საქმე №ა-2175-ა-11-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ა-3665-შ-84-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2022
- საქმე №ბს-686(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ბს-685(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ას-788-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ა-330-ბ-15-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2022
- საქმე №ა-5064-21 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 287-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება