თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:
ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;
გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;
დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
2. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №424 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №424
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(597)
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
სააპელაციო სასამართლომ დაინტერესებულ პირებს საზოგადოდ განუმარტა, რომ სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლები ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივ შესაძლებლობას და ამ გზით დაინტერესებული პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფას;
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). 12. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს.
- საქმე №ბს-395(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
…უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1455-2019; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ა-4160-ა-14-2021). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად…
- საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
…სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ( სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), დარჩა განუხილველად; განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება;
- საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
…სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ( სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), დარჩა განუხილველად; განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება;
- საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
- საქმე №ა-619-ა-6-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-246-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ას-367-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ბს-1233(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
- საქმე №ა-1465-ა-10-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-278-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ა-1020-ბ-10-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
- საქმე №ა-1145-ა-8-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ზ-79-5(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ას-383-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ა-753-ა-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №ბ-1248-2(ა-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2026
- საქმე №ა-5398-ა-8-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ას-823-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ა-370-ა-10-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-314-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-551-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-1279-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ა-6003-ბ-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ბს-155(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ა-1782-ბ-5-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ა-1564-ბ-2-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2025
- საქმე №ბს-518(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-658(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ა-2443-ბ-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №ა-1454-ა-3-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-544-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-1531-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №ა-897-ა-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
- საქმე №ა-4248-ა-12-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ბს-877(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-1139-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 597-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება