1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.
4. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია.
6. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება შეუძლებელს ხდის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დაცვას, საქმის განხილვის ვადა აღნიშნული უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი ვადით გაგრძელებულად ჩაითვლება.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №424 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №424
- 25.05.2012 კანონი №6315
- 08.05.2012 კანონი №6144
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები 1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 4. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. 5. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია. 6. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება შეუძლებელს ხდის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დაცვას, საქმის განხილვის ვადა აღნიშნული უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი ვადით გაგრძელებულად ჩაითვლება. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(802)
- საქმე №ას-479-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
…საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
- საქმე №ას-486-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2026
…საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
- საქმე №ას-431-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
16.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი…
- საქმე №ას-476-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2026
კერძო საჩივრის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებზე, რომლებითაც განსაზღვრულია მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესი, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
- საქმე №ას-232-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
…სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
- საქმე №ბს-139(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ბს-395(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ას-393-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2026
- საქმე №ას-1534-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ა-1465-ა-10-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №ას-244-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ბს-85(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ა-5092-შ-154-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბ-93-3(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ას-564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-411-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-411-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ა-5903-შ-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ბს-154(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1614-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1600-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1418-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1512-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2026
- საქმე №ბ-1248-2(ა-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2026
- საქმე №ბს-941(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №ბს-631(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ა-3928-შ-98-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ა-6206-შ-140-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2025
- საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ა-1185-შ-33-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №ბს-568(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
- საქმე №ა-370-ა-10-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-233(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-813-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №ას-1065-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №ბს-1062(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №ას-1001-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 802-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება