მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლი · სსსკ 66
თავი VII — საპროცესო ვადები #
განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ 1. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. ვადისსასამართლო გასვლისდააკმაყოფილებს შემდეგამ ასეთგანცხადებას, განცხადებას სასამართლო მიიღებს, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გასვლამდეგაშვება განცხადებისსაპატიო შეუტანლობამიზეზით მოხდამოხდა. საპატიო მიზეზით.მიზეზად 2.ჩაითვლება ვადისამ აღდგენისკოდექსის შესახებ215-ე განცხადებისმუხლის შეტანასთანმე-3 ერთადნაწილში უნდამითითებული შესრულდესგარემოებები. ისსაქართველოს საპროცესო2006 მოქმედება,წლის რომლის13 ვადაცივლისის გასულია.კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების ( სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის ( სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.
საქმე №ას-1578-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
ამასთან, მას ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ არც ვადის გაგრძელების ( სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის ( სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.
საქმე №ას-382-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების ( სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის ( სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.
საქმე №ბს-1181(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს სსსკ-ის 59-ე, 64-ე და 66-ე მუხლებზე. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
საქმე №ბს-717(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.08.2025
…წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ №ბს-799(კ-21), 16.12.2022წ.; №ბს-306(კ-24), 02.05.2024წ.). დამატებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29.07.2025 წლის განცხადება არ წარმოადგენს სსსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე განცხადებას, იგი არ შეიცავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითთებულ რაიმე საპატიო მიზეზზე მითითებას.
საქმე №ბს-1067(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
საქმე №ას-897-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2021
საქმე №ას-522-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2020
საქმე №ას-1974-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 66, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-66/