მუხლი 69. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდევინება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 69-ე მუხლი · სსსკ 69
თავი VII — საპროცესო ვადები #
საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
თავი VIII
სასამართლო შეტყობინება და დაბარება #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდევინება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა. თავი VIII სასამართლო შეტყობინება და დაბარება #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
საქმე №ას-1598-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2026
…აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის…
საქმე №ბს-1017(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2024
…ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სს „ვ.ლ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
აღნიშნული განმარტება საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება მიჩნეული ნამდვილ იურიდიულ ინტერესად ( სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგანაც ზემო ხსენებული კანონის 69-ე მუხლით მოწესრიგებულია ქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
საქმე №ბს-214(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2020
გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მითითებული კანონის 69-ე მუხლის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანების 69-ე, 70-ე და მე-20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ოქმის შემდგენი ფლობდეს შესაბამის სპეციალურ ცოდნას საქმის გარემოებების შეფასებისა და სამართალდარღვევის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 69, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-69/